სენაკში სკოლა დახურეს - მოსწავლეები ავარიულ შენობაში 4 წელი სწავლობდნენ
სენაკის მე-3 საჯარო სკოლა სწავლის დაწყებიდან მე-3 დღეს დახურეს, ინფორმაცია კი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მხოლოდ 17 სექტემბერს შეატყობინეს.
ირკვევა, რომ სკოლას 4 წელია, ავტორიზაცია გავლილი არ აქვს და ამ წლების განმავლობაში მოსწავლეები ავარიულ შენობაში სწავლობდნენ.
სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ ექსპერტიზის შედეგი მათთვის სურპრიზი არ ყოფილა.
"ტვ პირველს" ადგილზე მუშები დახვდნენ, რომლებიც ინვენტარს ცლიან, ჩვენი ინფორმაციით, ამ ინვენტარით ხდება, სენაკის მე-5 საჯარო სკოლის შევსება, სადაც სავარაუდოდ მოსწავლეებს მეორე ცვლაში გადაანაწილებენ.
დირექტორი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ ინვენტარი მე-5 სკოლაში გადააქვთ, მაგრამ აცხადებს რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საწყობი აქვთ, სადაც სკოლის ინვენტარს დაალაგებენ.