კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს - ველისციხეში ხმაურია (ვიდეო)
კახეთში პროტესტის მასშტაბი გაიზარდა - ახალსოფელის შემდეგ, ხმაურია ველისციხეშიც. მევენახეებმა ცოტა ხნის წინ ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატულო ეკიპაჟი. პერიმეტრზე მოძრაობა პარალიძებულია.
გლეხები ყურძნის ადეკვატურ, მისაღებ ფასში ჩაბარებას ითხოვენ. მათი თქმით, ვენახის მოვლისთვის, შხამქიმიკატების, მუშახელის დაქირავებისა და ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი ბევრად აღემატება ყურძნის ფასს, აქედან გამომდინარე მათი თქმით, მათთვის მიუღებელია ნაკლებ შაქრიანი ყურძნის ფასი, რომელიც კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.
კახეთს უნდა მიაქციონ ყურადღება, ვითხოვთ შესაბამის ფასს. ჩვენ ისეთს არაფერს ვითხოვთ, რაც მთავრობისთვის შეუძლებელია". - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ხალხს მისცენ საშუალება, რომ ჩააბარონ ყურძენი. გამოდის ის გაბურძგნული კობახიძე და იძახის ამნდეი ჩაბარდა, იმდენი ჩაბარდაო. რა ჩაბარდა? სასაცილო კაცი ეგ, დასაჭერია", - ამბობს გლეხი.
მანამდე ასევე ხმაური იყო ქარხნებთან, სადაც გლეხებმა ღამე ყურძნით დატვირთულ მანქანებში გაათენეს. პროტესტის მოქალაქეების ერთადერთი მოთხოვნა სამართლიან ფასში ყურძნის ჩაბარებაა.
პროტესტი თავდაპირველად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და მოგვიანებით ახალსოფელში გაგრძელდა. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.