მევენახეების პასუხი "ოცნებას": გამოდის ეს გაბურძგნული კობახიძე... დასაჭერია
მევენახეები "ოცნებას" ტყუილში ადანაშაულებენ - სოფელ ველისციხეში შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, რომ ყურძენი არ ჩაუბარებიათ, ხელისუფლება კი იტყუება, როცა ამას ამტკიცებს.
ამ წუთებში სოფელ ველისციხის ცენტრში ხმაურია - პროტესტის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს.
ხალხს მისცენ საშუალება, რომ ჩააბარონ ყურძენი. გამოდის ის გაბურძგნული კობახიძე და იძახის ამდენი ჩაბარდა, იმდენი ჩაბარდაო. რა ჩაბარდა? სასაცილო კაცი ეგ, დასაჭერია", - ამბობს გლეხი.
გლეხები, რომელმაც ერთი ღამე ყურძნით დატვირთულ მანქანებში უკვე გაათენეს, ამბობენ რომ დაშლას არ აპირებენ.
მოთხოვნა ერთადერთია, ღვინის ქარხნებმა ყურძენი ადეკვატურ ფასში ჩაიბარონ. პროტესტის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატულო ეკიპაჟი.
მევენახეების ნაწილი ამბობს, რომ დაკრეფილი მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებს და ყურძნის შესყიდვის პირობებს აპროტესტებს.
პროტესტი თავდაპირველად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და მოგვიანებით ახალსოფელში გაგრძელდა. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვის შემდეგ ნია იმნაძე გიორგი მალანიას შეხვდა? - ავალიანის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა
მაშინ ბრალდებულის სტატუსი არც ერთ არასრულწლოვანს არ ჰქონია, თუმცა ეს გარემოება პროკურატურას უჩენს ეჭვს რომ ავალიანის მკვლელობის საქმეზე მხარეები პოზიციებს ათანხმებდნენ.