კახა კუკავა ამბობს, რომ ძმები ფეიქრიშვილები დაკავებულები იყვნენ და რამდენიმე თვის წინ "ბერა ივანიშვილის ჩარევით გაათავისუფლეს"
"თავისუფალი საქართველოს” ლიდერის სკანდალური განცხადება "ტვ პირველის" პირდაპრი ეთერში - კახა კუკავა ამბობს, რომ გამთენიისას სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი დავით და გიორგი ფეიქრიშვილები რამდენიმე თვის წინ დაკავებულები იყვნენ, თუმცა ტყუპი ძმები "ბერა ივანიშვილის ჩარევით" გაათავისუფლდნენ.
"თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებიდან" გენერალურ პროკურორსს მიმართა და გიორგი გვარაკიძეს ამ დამალული ამბის გასაჯაროება მოსთხოვა.
"თქვან, დღეს რომ ფეიქრიშვილები დააკავეს, მაშინ ვისი ჩარევით და როგორ მოხდა მათი გათავისუფლება როგორ მოხდა?" - ამბობს კუკავა.
ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით მე მივმართავ ვითონ გენერალურ პროკურორს, ადექით და გამაქვეყნეთ ის ინფორმაცია - რამდენიმე თვის წინ იყვნენ თუ არა დაკავებულები ფეიქრიშვილები და გათავისუფლებულები, მაინც ჩატარდება ძიება ამ საქმეზე, ამიტომ გამოაქვეყნეთ ეს ინფორმაცია. მე საჯაროდ და წერილობითაც მივმართავ, მაგრამ მილიონ იურიდიულ საკითხს, რომ პასუხი არ გაგვცენ.
თქვან, დღეს რომ ფეიქრიშვილები დააკავეს, მაშინ ვისი ჩარევით და როგორ მოხდა მათი გათავისუფლება როგორ მოხდა?
ის, რომ ორგანიზებული დანაშაული შერწყმულია, არა უბრალოდ "ქართულ ოცნებასთან", არამედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან, ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული, როდესაც იქნება ფეიქრიშვილების საქმეც და ძალიან ბევრი საქმეც.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული ადამიანი კრონ-პრინცის, ბერა ივანიშვილის ჩარევით იქნა გათავისუფლებული. სწროდ იყვნენ დაკავებულები თუ არასწორად, ეს მეორე ხარისხოვანია". - განაცხადა კახა კუკავამ.
ძმები ფეიქრიშვილების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში ღამით ჩატარდა - "პირველების" ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზზმი ფეიქრიშვილების სახლებში ღამის 03:00 საათზე შევიდა.
შსს ამბობს, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.