საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, UWC-ს სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

23.09.26 13:49
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, UWC-ს სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

UWC (United World Colleges) გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე 18 წამყვან კოლეჯს აერთიანებს. საქართველოს ბანკის პარტნიორობით კი, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული დაფინანსება, ისწავლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამით და გაემგზავრონ მსოფლიოს 17 ქვეყანაში, მათ შორის: კანადაში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ტაილანდში, იაპონიასა და ჩინეთში. UWC-ს სტიპენდია არის განსაკუთრებული შესაძლებლობა 15-17 წლის მოტივირებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლება, იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში და გახდნენ მომავალი ლიდერები.

პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე აქტიურ ფაზაშია და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ონლაინშეხვედრა 25 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

ვებინარს გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები:

  • UWC-ს საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სესილია იგანი (Cecilia Egan)
  • UWC Georgia-ს პროგრამის მენეჯერი, რუზანა სარგსიანი (Ruzanna Sargsyan).

ვებინარი ონლაინ, ინგლისურ ენაზე ჩატარდება და ის დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეხმარება, უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლებისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე.

ვებინარზე გაიგებთ:

  • რა არის UWC, როგორია მისი ისტორია, ღირებულებები და პრინციპები;
  • როგორ შეგიძლიათ სტიპენდიის მოპოვება და სრული დაფინანსებით სწავლა;
  • როგორ მიმდინარეობს განაცხადის შევსების პროცესი საქართველოდან, რა ეტაპები და ვადებია განსაზღვრული.

გაითვალისწინეთ, ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

რეგისტრაციის შემდეგ, ვებინარის დაწყებამდე, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეხვედრის ბმულს მიიღებთ.

NS

მსგავსი სიახლეები