ბაღებში მოწამლული ბავშვების საქმეზე სურსათის უვნებლობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს - რა აჩვენა კვლევამ

23.09.26 16:25
ბაღებში მოწამლული ბავშვების საქმეზე სურსათის უვნებლობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს - რა აჩვენა კვლევამ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო. 

 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-მდე აღსაზრდელი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. 

ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.

მსგავსი სიახლეები