"სახელმწიფო, დაიცავი მოქალაქეების უფლება" - სფერო ჰოლდინგის დაზარალებულები აქციას მართავენ

23.09.26 17:21
"სახელმწიფო, დაიცავი მოქალაქეების უფლება" - სფერო ჰოლდინგის დაზარალებულები აქციას მართავენ

სფერო ჰოლდინგის დაზარალებულები  ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ - ამ მოთხოვნით ისინი მთვრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. 

"სახელმწიფო, დაიცავი მოქალაქეების უფლება"-ამ შინაარსის ბანერები აქვს მოქალაქეებს გაშლილი ამ წუთებში კანცელარიის წინ.

დაზარალებულები  მიმართავენ სახელმწიფოს, რომ დაინტერესდნენ მათი პრობლემით და დაიწყონ მოგვარების გზებზე მუშაობა. 

14 აგვისტოს შევიტანეთ განცხადება პრემიერის სახელზე, რომ დაგვკავშირებოდა ნებისმიერი წარმომადგენელი სახელმწიფო უწყებიდან და დაგვეწყო ამ ადამიანების დაკმაყოფილებაზე ფიქრი. გასულია თვეზე მეტი, დღემდე არავინ არ დაგვკავშირებია, ეს ადამიანები რჩებიან ისევ ქუჩაში. ჩვენი პირველი მოთხოვნაა სახელწმიფო ჩაერთოს ამ საქმიანობაში. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, არაერთ სახელწმიფო უწყებასთან შევიკრიბებით.  - დაზარალებული 

თაღლითური სქემის მსხვერპლი 500-ზე მეტი ოჯახია, ამ საქმეზე კომპანიის ხელმძღანელებიც დააკავეს მაგრამ მათ ზარალს არავინ ანაზღაურებს.

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებული "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გივი წულეისკირი და იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლე თამარ მახარობლიძისგადაწყვეტილებით, გივი წულეისკირს 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო სოფო პეტრიაშვილს 8 წლით.