"პირველებმა" იმ ბიზნესმენის ვინაობა გაარკვია, ვინც გიორგი ფეიქრიშვილს უჩივლა

23.09.26 17:31
"პირველებმა" იმ ბიზნესმენის ვინაობა გაარკვია, ვინც გიორგი ფეიქრიშვილს უჩივლა

პირველების ინფორმაციით. ბიზნესმენმა, რომელმაც კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმებიდან ერთ-ერთის, გიორგი ფეიქრიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რატი გურგენიშვილია.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ფეიქრიშვილმა ეს უკანასკნელი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

ძმები ფეიქრიშვილების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში გუშინ გამთენიისას ჩატარდა - "პირველების" ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმი ფეიქრიშვილების სახლებში ღამის 03:00 საათზე შევიდა.