ახალციხეში სკოლის დირექტორსა და მშობელს შორის სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - შსს-მ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TOK2Region მშობლებზე, ეკატერინე წამალაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსწავლის მშობლის, ეკატერინე წამალაშვილის თქმით, 18 სექტემბერს მასსა და დირექტორს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირებამდე, მშობლის თქმით, სკოლაში მისი შვილის სწავლის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობდა. წამალაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა მათემატიკაში ექსტერნის გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს და ამის გამო მომდევნო კლასში ვერ გადავიდა. მისი შეფასებით, სკოლის გადაწყვეტილება სუბიექტური იყო.
მათემატიკის მასწავლებელი, ბადრი კაპანაძე მშობლის მხრიდან ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლე ხშირად აცდენდა და სწორედ გაცდენების რაოდენობის გამო მოუწია ექსტერნის გამოცდაზე გასვლა, სადაც გადამსვლელი ქულა ვერ მიიღო.