თუ კადრი არსებობს, სადაც დავით ფეიქრიშვილი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, გაასაჯაროეთ - ადვოკატი პროკურატურას

23.09.26 21:22
თუ კადრი არსებობს, სადაც დავით ფეიქრიშვილი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, გაასაჯაროეთ - ადვოკატი პროკურატურას

 

 

ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი, გიორგი ანთიძე პროკურატურას მოუწოდებს, თუ არსებობს კადრი, სადაც ჩანს, რომ დავით ფეიქრიშვილი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს -გაასაჯარონ.

  • პროკურორმა დღეს თქვა, რომ აქვთ კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის ავტომობილიდან დავით ფეიქრიშვილი, როგორ აფურთხებს ტაქსის მძღოლს და მასზე ფიზიკურდა ძალადობს. 

ალექსანდრე ჩაფოძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ტაქსის მძღოლს). და ძალიან მაინტერესებს, პროკურატურა რომ ამბობს, დავით ფეიქრიშვილის კადრები მაქვსო, გაასაჯაროოს. თუ ასეთი კადრი არსებობს, სადაც ჩანს, რომ დავით ფეიქრიშვილი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, გაასაჯაროოს. როგორც დავითმა სხდომაზე თქვა, ის მცირეწლოვან 6 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა საერთოდ არ გადმოსულა მანქანიდან. იქნება თავადვე გაასაჯაროოს პროკურატურამ, რა კადრები აქვს. 

დღეს "პირველებმა" ადვოკატს კითხვა ჰკითხა, შეუთვალეს თუ არა ტყუპ ძმებს, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ და ხომ არ უკავშრდება მათი ახალი ბრალი ბერა ივანიშვილთან შესაძლო კონფლიქტს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სწორედ ეს სახელდება ფეიქრიშვილებსი დაკავების ერთ-ერთ ვერსიად. 

არა არ ვფლობ მსგავს ინფორმაციას, მსგავსი კომუნიკაცია ჩვენს შორის არ მომხდარა. მსგავს თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია".- ამბობს ადვოკატი. 

გიორგი ანთიძემ ისაუბრა გიორგი ფეიქრიშვილის ბრალზეც. ადვოკატის ტქმით, პროკურატურის ოქროს მოწმე, რატი გურგენაშვილი იტყუება. 

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარე აუცილებლად დაუსვამ გურგენაშვილს კითხვებს იმ 47 ათას დოლაზე, რომელზეც გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი ფეიქრიშვილი მას სთხოვდა.

გიორგი ფეიქირიშვილის საქმე საერთოდ არის მტკიცებულებების გარეშე. არის ერთი ადამიანი, რომელიც იტყუება და ამბობს, რომ თითქოს გიორგიმ მოსთხოვა თანხა. ამის გარდა სხვა მტკიცებულება არ არის საქმეშ და ჩემდა გასაკვირად, პროკურატურამ ამ ცრუ მოწმეს ადგა და დაუჯერა". - ამბობს ადვოკატი. 

სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და მისი დაცვის თანამშრომელი, ალექსადნრე ჩაფოძემ სიწნასწარ პატიმრობაში გაუშვა.

  • "კრიმინალურ" წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გიორგი ფეიქრიშვილსაც. 

  • მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის  გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.