ციხიდან გათავისუფლებული ვასილ მხეიძე ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შესახებ დასმულ კითხვას არ პასუხობს
ჯარის ძარცვის საქმე - ციხიდან საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ვასილ მხეიძე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შესახებ დასმულ კითხვას არ პასუხობს.
უკომენტაროდ დატოვეს რუსთავის ციხე დღეს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ. არცერთ მათგანს "პირელების" კითხვებისთვსი არ უპასუხიათ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალის საქმეში, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება, ყოფილი პრემიერის წინააღმდე ჩვენებები თადვაცვის ექს-მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს. ეს წერია პროკრუატურის განცხადებაში.
უწყეის ცნობით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
- საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ჯარის ძარცვის საქმე:
- 2026 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.
- გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 - 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
- საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.
თავდაცვის ექს-მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.