"პოლიტიკური კლოუნადა და სიბრიყვე" - პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება
"პოლიტიკური კლოუნადა და სიბრიყვე" - ასე პასახობს რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებებს რუსეთზე პრევენციული დარტყმის უპირატესობების შესახებ.
კრემლის ლიდერმა სანქტ-პეტერბურგში საუბრისას ამტკიცა, რომ რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება და ისაუბრა ქვეყნებს შორის არსებული მასშტაბური დემოგრაფიული და სამხედრო სხვაობის შესახებ.
ცირკი წავიდა, მაგრამ მასხრები დარჩნენ. მოსკოვი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება; მას არ გააჩნია არც გეგმები და არც საფუძველი ამგვარი ქმედებისთვის", — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთმა იცის, რომ „ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა“.
„ვიცით, რომ იქ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. თუმცა, უკვე ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამას და მიდგომაც შევიმუშავეთ. ჩვენ ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვრეაგირებთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.