ტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია - ზელენსკის ოფისი Bloomberg-ის ინფორმაციას უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში Bloomberg-ის ინფორმიაციას უარყოფენ - კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა უკრაინსკაია პრავდასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვოლოდიმიტ ზელენსკისთვის ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია.
"ეს მცდარი ინფორმაციაა" - განაცხადა დმიტრი ლიტვინმა.
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა მას მოსკოვში გამგზავრება სთხოვა, რათა პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაემართა. გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ შეთავაზებაზე უარი თქვა.