ვილი სანიოლი გაუშვეს

26.09.26 12:16
ვილი სანიოლი გაუშვეს

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს - საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში გუშინდელი თამაშის შემდეგ დადგა - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა „დინამო არენაზე" უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიელებთან 0:1 წააგო, რის გამოც სანიოლს წილად უდიდესი კრიტიკა შეხვდა.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩში დამარცხების შემდეგ, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "შეცდომებს ყველა უშვებს".

რაც შეეხება სვანაძეს, მას დღეს ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ბერძნებთან უნდა გაეყვანა, თუმცა მის ნაცვლად ამ თანამდებობას რამაზის ასისტენტი გიორგი ადამია ჩაიბარებს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

მსგავსი სიახლეები