გუდაურში სატვირთო კლდეს შეეჯახა - არიან დაშავებულები

26.09.26 13:43
გუდაურში სატვირთო კლდეს შეეჯახა - არიან დაშავებულები

გუდაურში, ზემო მლეთასთან სატვირთო ავტომობილი კლდეს შეეჯახა - საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

გამოცემისვე ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს 

მსგავსი სიახლეები