ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს - გადათხრილია მედიათეკის ტერორია

26.09.26 15:31
ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს - გადათხრილია მედიათეკის ტერორია

ზღვის უბნის ახლად რეაბილიტირებულ პარკში, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ დიდი ზეიმით გაიხსნა, ისევ სარემონტო სამუშაოები დაიწყო - "პირველებმა" დღეს გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ გადათხრილია მედიათეკის ტერორია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მერია ამბობს, რომ დამატებითი კომუნიკაციების მოწყობა მიმდინარეობს, თუმცა ეს რატომ გახდა საჭირო, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მედიათეკის სარდაფში ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი ჩავიდა და ტერიტორიაა დაიტბორა.

იმ ჭაში ბევრჯერ ბავშვი ჩავარდნილა, წივილი, კივილი და ეგეთი ამბები ხშირად ყოფილა. წვიმიანი ამინდის დროს მიშა იშლება ხოლმე. ქვემოთ ჩდმოდის და ტალახი და გუბეებია", - ამბობს ადგილობრივი. 

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე უხარისხოდ განხორციელებულ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს და კორუფციაზე მიანიშნებს.  

ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, რომლითაც თავს იწონებენ და პოლიტიკური ქულებსი დაწერას ცდილობენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებშიც, ინფრასტრუქტურული პროექტები სამწუხაროდ ხორციელდება უხარისხოდ, რაც კვლავ და კვლავ შეისაძლებელია კავშირში იყოს კორუფციასთან, ფლანგვასთან და თანხების მოპარვასთან".

ტერიტორია გადათხრილია, არ ვიცით, რა პასუხს მოიფიქრებს პასუხისმგებლობისგან მუდმივად გაქცეული თბილისის მერი კალაძე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები, ეს უკვე არის  ფაქტობრივად წესი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.