ისტორიულ ფრესკაზე ხატი მიაჭედეს - მოქალაქე ვანდალურ ფაქტზე საუბრობს

26.09.26 19:01
ისტორიულ ფრესკაზე ხატი მიაჭედეს -  მოქალაქე ვანდალურ ფაქტზე საუბრობს

სოციალურ ქსელში მოქალაქე მარტვილის ისტირიული ტაძრიდან ფოტოს აქვყენებს და  იგი სავარაუდო ვანდალურ ფაქტზე წერს.

"ეს ხატი რომელი საუკუნის ფრესკაზე მიაჭედეს ამ ტარტაროზებმა?! 
მიტროპოლიტ სტეფანეს ეკუთვნის ეს ვანდალური აქტი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რომ ჩამოახსნევინოს, მაინც ვერა? სხვა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რომ ვერ და არ დააკისრებთ, ეგ გასაგებია. ძალიან არც თქვენ დარდობთ, მგონი. უბრალოდ, თვალში მოსახვედრი მაინც შეასწორებინეთ ხოლმე. ფუი.“, -  წერს თამუნა გოჩიაშვილი