დააკავეს ცნობილი ქართველი ტიკ-ტოკერი
ცნობილი ქართველი ტიკ-ტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.