თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ხვალ ისევ პროკურატურასთან მივლენ - ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
ხვალ, 11:00 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. ოჯახი საქმის გამოძიებას და იმ პირების დადგენას ითხოვს, რომლებიც, მათი მტკიცებით, 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობის უკან დგანან.
ჩემი შვილი, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს და თან ცილი დასწამეს, რომ თავი მოიკლაო და მე ვითხოვ ხელახლა გამოძიებას. ტოტალური დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული ქვეყანაში, ამიტომ მივმართავ დედებს, რომ გამოდით ყველა, დავდგეთ ერთად და ერთიანი ძალით ვაიძლოთ პროკურატურა, რომ გამოიძიოს გამოუძიებელი საქმეები. ვიღაცეებს აფარებენ ხელს და ფარცხავენ გამოძიებას, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნებს. ყოველ ორშაბათს გელოდებით პროკურატურასთან 11 საათიდან 14 საათამდე. აუცილებელია ერთიანობა, დაქსაქსულობით არაფერი გამოვა, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის განცხადებით, ავტომობილში სისხლის კვალიც იყო აღმოჩენილი. ბაჩალიაშვილის მშობლები ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათი შვილი მოკლეს.