თბილისის №21 სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა

28.09.26 11:16
თბილისის №21 სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა

თბილისის 21-ე სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა - ხმაურიანი აქციების შედეგად, ბავშვები იგივე შენობაში შეუშვეს.

მანამდე  განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შენობა ავარიული იყო და უნდა ადნგრეულიყო. ადგილზე ამჟამად არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. 

დილას დაგვხდა იგივე სურათი, მხოლოდ შემოღობილია სკოლის ტერიტორია და რაიმე სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. ჩვენთვის ასევე უცნობი არის თუ როდის და რა რეჟიმით დაიწყებენ მუშაობას, როგორც ჩვენ გვითხრეს ეს იქნება სწავლის პარალელურად. ექსპერტიზის დასკვნა რომ ყოფილიყო თავის დროზე,  ექსპერტიზის დასკვნა რომ ყოფილიყო ადეკვატური, შევძლებდით სკოლის მოწესრიგებას და ეს არ იქნებოდა საჭირო რაღაცა ცაიკნოტში აღნიშნული სამუშაოების ჩატარება"- აცხადებს მშობელი. 

განათლების სამინისტროს ცნობით, სწავლის განახლების გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღო.

უწყების ცნობით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან 2 დღეში, 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა, რასაც მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან პროტესტი და აქციების სერია მოჰყვა. 

24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ სკოლის შენობას აღარ დაანგრევდნენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეები ამავე სკოლაში დაასრულებენ, 2027/2028 სასწავლო წლის დასაწყისიდან კი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება.

მსგავსი სიახლეები