მარნეულში დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

28.09.26 11:10
მარნეულში დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად  გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.