ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ხანძარი იყო

28.09.26 12:13
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ხანძარი იყო

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველებს" უთხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად მცირედით დაშავდა 1 ადამიანი, მას ხელი აქვს დამწვარი, თუმცა, უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.