თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში მოხსნეს კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნეს
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა - ინფორმაციას "ინტერპესნიუსი" ავრცელებს.
როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ მოქმედებს, რაც დღიური 1292 კალორიაა თითოეულ აღსაზრდელზე.
ზოგადად, საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტი N485-ით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების” დამტკიცების შესახებ. 2026-2027 სააღმზრდელო წლის დასაწყისში „ნოროვირუსით“ ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ კი საბავშვო ბაღებს მიეცათ დამატებითი მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ზოგადად, ბავშვთა და თანამშრომელთა ჰიგიენის დაცვის კუთხით, იქნება ეს პირადი ჰიგიენა, ჯგუფების დასუფთავება თუ საპირფარეშოს მოხმარების წესების კონტროლი“ - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო.
18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-მდე აღსაზრდელი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს.
ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.