პროტესტის მერვე კვირა - ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლებას ითხოვს
თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის განახლების მოთხვნით ოჯახი უკვე მერვე კვირაა ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან აქციას აწყობს.
მთავარ საგამოძიებო უწყებასთან პროტესტი დღესაც გაიმართა. გაურკევველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 23 წლის ქალი მოკლულია.
ბაჩალიაშვილები დღემდე ითხოვენ ამ საქმის ხელახალ გამოძიებას და შესაძლო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ უშედეგოდ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის ხელახალი გამოძიება სამი კვირის წინ მოითხოვა. შესაბამისი განცხადება გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ პროკურატურაში შეიტანა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.