ხმაური და დაპირისპირება ველისციხეში - მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს

30.09.26 16:52
ხმაური და დაპირისპირება ველისციხეში - მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს

ხმაურია სოფელ ველისციხეში - ხალხი კიდევ ერთი სკოლის დახურვას აპროტესტებს.  როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ცოტა ხნის წინ მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. იყო პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირებაც.

მშობლების თქმით, სასწვლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში დაიწყო, სამი დღის შემდეგ კი დირექციამ განაცხადა, რომ სკოლა გადაუდებელ რემონტს საჭიროებს. 

სოფლის გამგებელმა ბავშვების მშობლებს უთხრა, რომ ერთი თვის განმავლობაში სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა ან ალტერნატიული სივრცე მოიძებნება, თუმცა მოწავლეების ტრანსპორტირების საკითხი მოუგვარებელია, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.