პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო, ანა ჩიქოვანის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო შესაძლოა, კიდევ რამდენიმე აქტივისტი გამოაცხადონ სამართალდამრღვევად. ამჯერად ადმინისტრაციული სამართალწარმოება ანა ჩიქოვანის მიმართ დაიწყო, რომელიც "გირჩი მეტი თავისუფლებას" წარმოადგენს.
ოქმი, რომელიც ჩიქოვანს გადასცეს, ჩაწერია, რომ ახალგაზრდა ქალი საკრებულოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს "ოცნების" წევრებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს, რომ ამ სიმღერას სხვა ორი აქტივისტით ასრულებდა, მათ შორის არის თორნიკე თოშხუა, რომელმაც ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა და ანა ყურაშვილი, რომელიც "გირჩი მეტი თავისულფების" პრესსამსახურია - მათ ჯერ ჯერობით შსს-დან არავინ დაკავშირებიათ.
განახლება - 11:10 - რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში პოსტი ანა ჩიქოვანმაც გამოაქვეყნა.
გუშინ დამირეკეს საპატრულოდან. 23-24 სექტემბერს, საკრებულოს წინ აქციაზე იმყოფებოდით, სადაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეთ და თქვენს წინააღმდეგ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი 166-ე მუხლით და დაგიკავშირდებიან სასამართლოდანო,
ქვეყანაში წესრიგი უნდა არსებობდეს, რომ დაირღვეს და მე არ ვიცი, რა დავარღვიე იმაზე მეტი, ვიდრე ქოცები უკეთებენ ამ ქვეყანას 14 წელია,
მაგრამ, ძალიან სასაცილოა რეჟიმი რომ სიმღერებს დასდევს, თან გვიმტკიცებენ, ძალიან კარგად ვართ, არაფერო გვიჭირსო
ოლე, ოლა, ბოლომდე