ენგურჰესიდან წყლის გაუშვეს - დაიტბორა სოფელი ტყაია

01.10.26 10:37
ენგურჰესიდან წყლის გაუშვეს - დაიტბორა სოფელი ტყაია

 

 

სოფელი ტყაია დაიტბორა - განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები. წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარადა. 

ტყაიას ადმინისტრაციული ერთეულის ცნობით, სახლების დატბორვა ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ გამოიწვია. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

დიდი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ რომ როდესაც წყლის შემოდინება ისეთი დიდია, რომ წყალსაცავი სრულად ივსება და მისი ტევადობა ზღვარს აღწევს,

ჰესის უსაფრთხოების მიზნით ხდება ჭარბი წყლის ორგანიზებულად გადაშვება

სპეციალური სიღრმული წყალმიმღებებისა და ნაგებობების გავლით,

რათა კაშხალმა ზედმეტი დატვირთვა აიცილოს თავიდან.

როდესაც ჰესის მიერ წყლის რეგულირებას ემატება ანომალიურად ძლიერი წვიმები და სტიქია (მაგალითად, ერთდროულად მდინარის ადიდება და ძლიერი ღვარცოფები). ასეთ დროს მდინარისპირა სოფლებში წყალი ასცდება ხოლმე კალაპოტს, ტბორავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, აზიანებს ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის საფრთხეს.

რადგან სოფელი ტყაია - მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე , ზღვის დონიდან 125 მეტრზე მდებარეობს, მდინარის ადიდებისას წყალი ჯერ ნაპირის დაბლობებს, სიმინდის ყანებს და თხილნარებს ფარავს, შემდეგ ეზოებში შედის. 125 მ სიმაღლე შედარებით დაბალია და თუ ენგური კალაპოტიდან 2-3 მეტრით ამოვა, საცხოვრებელ სახლებამდეც აღწევს. ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს,

გისურვბეთ მშვიდობიან ღამეს!"- წერია ოფიციალურ განცხადებაში.