24 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა - პატიმრების მშობლები
აქციაზე დაკავებულების ოჯახების მოთხოვნას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ამ დრომდე არ გამოხმაურებია. უკვე 24 საათია, პროევროპული აქციის მონაწილეეები საზხოგადოებრივ მაუწყებელთან დგანან და ითხოვენ, ეთერს, იმისთვის, რომ საზოგადოებამდე საკუთარი სათქმელი მიიტანონ.
მოთხოვნებს შორის არის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა.
"საზოგადოებრივი მაუწყებელია" ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზიაა და ვალდებულია გააშუქოს, არა ამხოლოდ ჩვენი პატიმრების სისხლის სამართლის სააქმები, რაც სასამართლოში მიმდინარეობს, არამედ ჩვენი მუშაოაბაც - რომ დავდივართ ქალაქებსა და სოფლებში და ვხვდებით საზოგადოებას, მაგრამ აშკარად პირდაპირი დავალებაა აქვთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან, რომ იმ შეკერილი საქმეებზე, რომლებსაც იყენებენ პროპაგანდისთვის თავიანთ ამომრჩევლებთან, ამის შესახებ ჩვენ სწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას"- განაცხადა საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
პატიმრების მშობლებმა საგანგებო მიმართვაც გაავრცელეს, რომრლსაც "პირველები" უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენი 24 საათიანი საპროტესტო აქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა. უმოქმედობის, იგნორირების პოლიტიკის გამო ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას.
მოვითხოვდით:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს;
- მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას;
- მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეაგირებას.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ამ 24 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ჩვენს მოთხოვნებზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
24-საათიანი აქციის დასრულება ჩვენი ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს.
თუმცა ახლა ჯერი საზოგადოებაზეა.
მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და საკუთარი ქვეყნის მომავალი:
თუ ჩვენი ხმა არ ისმის იქ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა იყოს ყველასთვის ღია, მაშინ საჭიროა, ეს ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ.
ჩვენ, ოჯახის წევრები, ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი შვილებისა და ახლობლებისთვის.
მაგრამ ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ 24 საათის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, გვესტუმრა, გვამხნევებდა ან ჩვენი ხმა გაავრცელა.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება.
ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს.
ახლა კი — ჯერი საზოგადოებაზეა"- წერია მიმართვაში.