არქიმანდრიტი: რუსეთის პატრიარქი როდის მოიხსენიებს საქართველოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად, ეს საკითხი დააყენეს?
არქიმანდრიტიტი დოროთე (ყურაშვილი) საქართველოს საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის სტუმრობას აფასებს - სასულიერო პირის თქმით, რუსეთიდან დელეგაცია ჩამოვიდა იმისთვის, რომ საქართველოს პატრიარქი ან რუსეთში უნდა წავიდეს ვიზიტით ან საერთოდ არსად.
არქიმანდრიტის განცხადებით, რუსეთს არ აწყობს საქართველოს პატროარქის მსოფლიო პატრიარქთან თანამწირველობა.
სასულიერო პირს საქართველოს საპატრიარქოსგან აინტერესებს, როიდს მოიხსენიებს რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად და ეს საკითხი თუ დაისვა შეხვედრაზე.
მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან რუსეთში უნდა წავიდეს ვიზიტით ან საერთოდ არ უნდა წავიდეს არსად. რუსეთს არაფრით არ აწყობს საქართველოს პატროარქის მსოფლიო პატრიარქთან თანამწირველობა.
რაც შეეხება აფხაზეთის თემას, როდესაც შიო მესამემ იქადაგა სოხუმის დაცემის დღეს, მას საერთოდ არ უხსენებია რუსეთი. მან თქვა, რომ ჩვენ აფხაზებთან ურთიერთპატიება უნდა შევძლოთ და რომ თითქოს, ჩვენ და აფხაზებს შეგვიძლია აღვადგინოთ ერთობა რუსეთის გარეშე. ასეთი თემა წამოჭრა, რაც შეუძლებელია. ჯაღმაიძე ამბობს, რომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ, რომ ეს ერთა შორის ურთიერთობას აფუჭებს და ერთა შორის ურთიერთობას კი არ აფუჭებს, სახელმწიფოებს შორის. მე არ ვარ რუსთან დაპირისპირებული, რუსი კარგიც არის და ცუდიც. ჩვენთან დაპირისპირებულია რუსული სახელმწიფო და რუსეთის სახელმწიფო და რუსეთის ეკლესია აფხაზეთს არ თვლის საქართველოდ.
რუსეთის პატრიარქი როდის მოიხსენიებს საქართველოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად, ეს საკითხი რატომ არ დააყენეს და თუ დააყენეს, რა უთხრეს?", - აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე.
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა.
თავდაპირველად ინფორმაცია და შეხვედრის კადრები საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებამ" გაავრცელა.
ამის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა "მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.
რუსეთის საპატრიარქოს მიერ დღეს 30 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან კი გამჟღავნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა
რუსეთის საპატრიარქომ 30 სექტემბერს 14:17 გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იყო და ისინი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში, უკვე საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი კადრები და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგნელის კომენტარი.
რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტემბერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.