სანქცირებულია კალაძის სიძე, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე

01.10.26 14:00
სანქცირებულია კალაძის სიძე, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა შორის ერთ-ერთი კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძეა. ასევე სანქცირებულთა შორის მოხვდა, მამუკა ფიფია - [პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“] ნიკოლოზ მჟავანაძე [„სეზონი TV-ის“ დამფუძნებელი,  Taonews-ის ხელმძღვანელი] და გიორგი ირემაძე [სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელი]. 

სანქციები ასევე შეეხო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული  პირები კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულები.

სანქცირებული მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები გულისხმობს აქტივების გაყინვას და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შეზღუდვას.

ამავე თემაზე: