აღმოჩენილია რძის პროდუქტების არალეგალური საწარმო

01.10.26 15:58
აღმოჩენილია რძის პროდუქტების არალეგალური საწარმო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა.

სეს-ის ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N19) და ნ. ქ. (მისამართი: წყალტუბო,სოფელი მაღლაკი მე-3 ქუჩა N72)  კუთვნილი ობიექტების  ინსპექტირების შედეგად,  კრიტიკული შეუსაბამობები  გამოვლინდა.

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები  სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.