ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ ებრაელ ექიმთან, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა

01.10.26 16:37
ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ ებრაელ ექიმთან, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა

ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე ინდოელი პილოტი გადაარჩინა, თვთმფრინავში განვითარებულ მოვლენებს TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღწერს.

შოთა მუსაევი ერთ-ერთი მგზავრი იყო ბორტზე, რომელიც სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმის შედეგად ჩამოგდებას გადაურჩა.

კაცი ანუნა ახალაიას "დღის ამბებში" ჰყვება, რომ თვითმფრინავის გატაცების დროს, ბორტზე მძიმედ დაჭრილ ინდოელ პილოტს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. 

"50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე, გვეხვეწებოდა რომ გადაგვერჩინა და რომ არ სურდა სიკვდილი",- ამბობს ექიმი. 

შოთა მუსაევის თქმით, ხალხი სიკვდილს სასწაულებრივად იმის გამო გადაურჩა, რომ ბორტზე  მგზავრებს შორის ორი პოლიტი იმყოფებოდა და სწორედ მათ დასვეს თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში.

ექიმი ვარაუდობს, რომ სავარაუდო ტერორისტს 11 სექტემბრის სცენარის განმეორება სურდა, რისი საშუელაბაც არ მიეცა. 

"შეიძლებოდა ეს ომის დაწყების მიზეზი გამხდარიყო", - ამბობს ქართველი ებრაელი ექიმი.

ჩვენ ჩინეთიდან დავბრუნდით დუბაიში, დუბაიდან ვბრუნდებოდით ისრაელში, გქვონდა ფრენა  FlyDubai-ით. დილის 08:20 წუთი იყო, როდესაც ვიგრძენით ძალაინ დიდი დაცემა თვითმფრინავისა და ვიგრძენით რომ რაღაცა ხდება. ამოვიღე კამერა და დავიწყე ამის გადაღება. მივხდი, რომ ეს სტანდარტული სიტუაცია არ იყო და იყო ტერაქტი. 

დაიწყეს ყვირილი ბავშვებმა და იმ წუთებში ავდექი და გავედი პირდაპირ. არ ვიცოდი, რომ ექიმი სჭირდებოდათ, მაგრამ, ვიცოდი, რომ დახმარება სჭირდებოდათ. ამ შემთხვევაში ვიცით, რომ თუ არ დაეხმარებით მათ (პილოტებს), შეიძლება მთლიანი თვითმფრინავი დაიღუპოს. ეს გამოცდილება უკვე მთელ მსოფლიოს აქვს.

გავედი წინ და დავინახე, რომ ტერორისტი უკვე ძირს იყო დაგდებული. პილოტი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და ძირს ეგდო. პირველ რიგში ჩვენ დავაკავეთ ეს ტორორისტი, შევუკარით ხელები, ერთ-ერთი ჩვენგანი შევიდა კაბინაში, რადგან ძალიან სწრაფად, 16 ათასი ფიტით დაეცა თვითმფრინავი, რის გამოც მოხდა დაზიანება, ეს მხოლოდ შემდეგ გავარკვიეთ, უკანა ფრთა იყო მთლიანად დაზიანებული.

შემდეგ ვნახეთ, რომ ეს პილოტი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო დაჭრის გამო და დავიწყე მისი რეანიმირება, სისხლის გაჩერება და სტაბილიზაცია. იმის გამო, რომ ის ძირს იყო დაგდებული და მთლიანი თავით იყო კარადებზე, ჩვენ ვერ გავხსენით კარადები, რომ იქიდან პრიველადი დახმარების საშუალებები აგვეღო, ამიტომ, რაც გვქონდა ხელში, იმითი გავაჩერეთ სისხლი. ხელი ჰქონდა ორად გაყოფილი, თავიც ასევე ჰქონდა გახსნილი და ადამიანმა დაკარგა სისხლი. 50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე, გვეხვეწებოდა, რომ გადაგვერჩინა და რომ არ სურდა სიკვდილი. 

ტერორისტი კი ხმას არ იღებდა, საუბარი მაქვს მეორე პილოტზე. მე ვინც გადავარჩინე ეს არის ინდოელი პოლოტი. ასევე ჩვენ გვეხმარებოდა სტიუარდესები. მაგრამ ჩვენ გვეპარებოდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ტერორისტი მარტო არ ყოფილიყო. ეჭვი გვეპარებოდა, ამიტომ თვითმფრინავში ხალხი გავფაანტეთ, რომ თუ რაიმე იქნებოდა, აგვეყვანა სიტუაცია ხელში. ასევე გაგვიმართლა რომ იყო კიდევ ორი დამატებითი პილოტი. პრინციპში ეგენი ბორტზე არ უნდა ყოფილიყვნენ. როგორც რიგითი მგზავრები ისე იყვნენ. რამდენიმე წუთში შევიდნენ კაბინაში და აიყვანეს სიტუაცია ხელში. თვითმფრინავმა იმდენად სწრაფად დაკარგა სიმაღლე,, უკანა ფრთა ფაქტობრივად ნახევარზე იყო გატეხილი. 

მე გადავიღე ვიდეო, სდაც ვამბობ და ჩემს მეუღლესაც ვუთხარი, თუ არ დავეშვებით, ხალხს ეცოდინება რა მოხდა-თქო.

მიზანი იყო აყვანა ალბათ თვითმფრინავის აყვანა და როგროც 11 სექტემბერს მოხდა, მსგავსი რარაცის გაკეება. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ერთი ტერორისტის გამო, რამდენი ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო.. იქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც დღეს შეიძლება ცოცხლები არ ყოფილიყვნენ.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ გმირები, მაგრამ ჩვენს ადგილას ყველა იგივეს გააკეთებდა, რადგან ეს იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის", - ამბობს შოთა მუსაევი.

ექიმის მონაყოლის თანახმად, Flydubai-იმ ახალი თვითმფრინავი საუდის არაბეთში 6 საათის შემდეგ მიავლინა, მგზავრები კი ბორტზე იქამდე არ ავიდნენ, სადაც პოლოტების და სტიუარდესების ვინაობა არ დადგინდა. 

სანამ არ გასინჯეს ახალი თვითმფრინავი, პილოტები არ შეამოწმეს და სტიურადესები, მანამდე არ გამოვფრინდით. ყველაში ეჭვი გვეპარებოდა. ბავშვებს ისე ეშინოდათ, ახალ თვითმრინავში ასვლა არ უნდოდათ, შოკში იყვნენ, ტიროდნენ", - ამბობს მუსაევი.

მუსაევი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუმდე რამდენიმე წუთით ადრე, მეუღლესთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა - როგორც ექიმი ამბობს, ბენიამინ ნეთანიჰაუმ მას მადლობა გადაუხადა იმ გიმრობისთვის, რომელიც ბორტზე გამოიჩინა. 

ეს სამადლობელო ხასიათის შეხვედრა იყო, ასევე შემოგვთავაზა რომ რომელიმე დღესასწაულზე ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ისრაელი. მანაც აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავის დაღუპვით ალბათ ახალი ომი დაიწყებოდა. 

გამოძიება ალბათ ყველაფერს დადგენს, მაგრამ ჩვენი აზრით ეს იყო ტერორისტული აქტი, რადგან როდესაც შენს ხელში არის 175 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, იქ არ არის ადგილი, სადაც შეიძლება შენი პირადული გაარკვიო. ჩვენ რასაც ვხედავთ, იქ არის ფაქტი, როდესაც ერთმა ადამიანმა დაჩეხა მეორე ადამიანი", - ამბობს ექიმი. 

ინტერვიუს ბოლოს, შოთა მუსაევმა მისი საქართველოში ცხოვრების წლები გაიხსენა, აღნიშნა, რომ მამამისი ჩვენს ქვეყანაში ცნობილი კარდიოლოგი იყო, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. 

ერთ რაღაცას ვიტყვი, მამაჩემი საქართველოში იყო ძალიან ცნობილი კარდიოლოგი, რომელმაც გადაარჩინა ბევრი ხალხი თავის დროზე. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. მე თვითონ სტომატოლიგი ვარ. მე ვარ გაზრილი საქართველოში.  ქართული ენა ჩემი არის ჩემთვის, როგორც ენა, ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის იყო ჩვენს შორის დიდი ძმობა და იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება", - თქვა ექიმმა.  

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.

flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა  საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.

ავარიულ დაშვებამდე გავრცელდა ცნობა, რომ კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორე, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი დანით დაჭრა. 

კაპიტანი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.