"პროკურატურამ გამოძიება დაიწყო" - იოსელიანის თქმით, შეისწავლეს პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
სახლახო დამცველი ამბობს, რომ აპარატმა დეტალურად შეისწავლა იმ პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
ლევან იოსელიანის თქმით, ციხიდან გამოთხოვილი და ნანახია ვიდეო-ჩანაწერები. მისივე განცხადებით, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაზეც პატიმარი გიორგი დავიტაძე უთითებდა, პროკურატურა დაწყებული აქვს გამოძიება.
ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი. მათ შორის მოვითხოვეთ მასალების დაარქივება და ვნახეთ ვიდეო-ჩანაწერები. ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რაიმე სახის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება", - აცხადებს ლევან იოსელიანი.
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე, რომელიც "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც