ComCom-ის “მედიააკადემიას“ ბონდო გასვიანი უხელმძღვანელებს
ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი გიორგი ფუტკარაძე კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას აღარ შეასრულებს.
“მედიააკადემიის“ ხელმძღვანელად ბონდო გასვიანი დაინიშნა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ფუტკარაძე „მედიააკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 10 თებერვალს, ერთი თვით დანიშნა. შემდეგ მას ვადა ჯერ 31 აგვისტოს ჩათვლით, ბოლოს კი კიდევ ოთხი თვით, 2026 წლის ბოლომდე გაუგრძელა. თუმცა,1 ოქტომბრიდან, ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, გაათავისუფლეს.