დედა, რომლის შვილიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დეტალურად შიფრავს პენიტენციურის კადრებს - რა ჩანს ვიდეოში
დედა, რომლის შვილიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დეტალურად შიფრავს პენიტენციურის კადრებს - ირმა დავითაძის თქმით, ციხეთა სისტემის სათვალთავალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ბადრაგი, 36 წლის პატიმარს, დეესკალაციის საკანში საწოლზე გადააწვენს, ორი ბადრაგი მას აკავებს, ხოლო მესამე რომელსაც სამედიცინო ხელთათმანი უკეთია ზემოქმედებს.
სწორედ ამ ვითარებას აღწერდა სააპელაციო სასამართლოში გიორგი დავითაძე. სათავლთავლო კამერას, რომელიც ამ პროცეს იღებს პატიმარზე ზემოქმედების დროს ბადრაგის თანამშრომელი ეფარება.
კადრებში ასევე ჩანს ექიმი - გიორგი დავითაძის დედა, ახლა ამ ექიმს მოუწოდებს, რომ გამოვიდეს და დეტალურად მოუყვეს საზოგადოებას, თუ რა ხდება ციხეებში.
აქ კარგად ჩანს გიორგი კვარაცხელია, რომელიც ზემოდან აწევს გიორგის. ეს ადამიანები ეფარებიან, რომ არ ჩანდეს ის მოქმედება, რასაც აკეთებს გიორგი კვარაცხელია. ეს ძალადობს, უკეთებს გაუპატიურების მანევრს - უკანა ტანით მიწოლით და მერე ხელთათმანიან თითს და შემდეგ ზედ შეახოცავს. ეს არის წამება, არაადამიანობა და ღირსებისშემლახველი საქციელი, რომელიც არის დასჯადი. სასწრაფოდ მოვითხოვ ტრაპაიძე არაკაცის დასჯას. აგინებდნენ ცოლ-შვილს, პატარა ბავშვებს, ემუქრებოდნენ შვილების გაუპატიურებით, ვაიმე დედა, არც მინდა გავიმეორო, ბავშვები, რომლებიც არიან 5 და 7 წლის... მერე გიორგის რეაქცია ნახეთ მერე, შოკშია და აგინებს. აგერ ჩანს ექმი ხალათში, რომელიც ალბათ ფიქრობდნენ ვაითუ ცუდად გახდეს, რომ ექიმს მოებრუნებინა. აი ამიტომ სჭირდებოდათ ის ექიმი. გამოვიდეს ის ექიმი, ნამუსმა მაინც შეაწუხოს და ხმამაღლა ისაუბროს, რას უკეტებენ პატიმრებს", - ამბობს ირმა დავითაძე.
რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.