პენიტენციურის ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს იმას, რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება - ლომჯარია

02.10.26 17:12
პენიტენციურის ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს იმას, რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება - ლომჯარია

“საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. 

როგორც ლომჯარია წერს, რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს.

თუ სხეულის შემოწმების დროს პატიმარს მიმართავენ სექსუალური შინაარსის დამცინავი, ან მუქარის შემცველი ფრაზებით, შემოწმების პროცესს აძლევენ სექსუალური შინაარსის კონტექსტს, აღნიშნული სულ მცირე წარმოადგენს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხოლო თუ ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ნაწილში შეღწევა, იგი უკვე გაუპატიურების სტანდარტს აღწევს.

რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს“, - წერს ნინო ლომჯარია.

რა მოხდა რუსთავის ციხეში -  პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს -  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს -  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.