რუსულმა დრონმა კიევში ისევ ჩრდილოეთის ხიდს დაარტყა

03.10.26 10:20
რუსულმა დრონმა კიევში ისევ ჩრდილოეთის ხიდს დაარტყა

რუსეთის საოკუპაციო არმია ისევ კიევს უტევს - ჩრდილოეთის ხიდზე ამჯერად რეაქტიულ ძრავიანი კამიკაძე დრონები ჩამოყარეს. აფეთქების გამო დაზიანებულია გზის საფარი და ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელი. ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ წუხელ რუსებმა დაარტყეს კიევთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიიის საწყობსაც. 

ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დასაწყობებული იყო ცნობილი ბრენდების პროდუქცია, მათ შორის სანოფის, ფაიზერის, ბაიერისს, დარნიცას და ფარმაკის.

ჩრდილოეთის ხიდზე დარტყმა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა.

„ჩრდილოეთის ხიდზე დაზიანდა გზის საფარი და ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელი. ხიდზე მოძრაობა მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროსკენ დროებით გადაკეტილია“, - აცხადებს კლიჩკო.