დღეს "თბილისობაა" - დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

03.10.26 10:35
დღეს "თბილისობაა" - დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

დღეს "თბილისობაა" - დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.  დღეს და ხვალ , მოქალაქეებს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე ელოდებათ მუსიკალური, გასტრონომიული და კულტურული ღონისძიებები. 

თბილისობის ფარგლებში აქტივობები დაგეგმილია  რიყის პარკში და ორბელიანის მოედანთან.  ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდიც უმასპინძლებს.

დაგეგმილია საბავშვო კონცერტები და გასართობი აქტივობები, კულინარიული მასტერკლასები და სპორტული სამოყვარულო შეჯიბრებები. გაიმართება გამოფენა გაყიდვებიც.  თბილისობის ტრადიციული ნაწილია საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია.

მსგავსი სიახლეები