პუტინის რეჟიმი ბორის ნემცოვის ქალიშვილს "უცხოელ აგენტად" აცხადებს

03.10.26 12:51
პუტინის რეჟიმი ბორის ნემცოვის ქალიშვილს "უცხოელ აგენტად" აცხადებს

პუტინის რეჟიმი, ბორის ნემცოვის ქალიშვილს "უცხოელ აგენტად" აცხადებს -  რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჟანა ნემცოვას მონაცემები უკვე შეიყვანა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში.

 კრემლის წინ ჩაცხრილული რუსი ოპოზიცონერი პოლიტიკოსის შვილს  რუსეთის ხელისუფლების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ნემცოვა ავრცელებდა „არასწორ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ, ეწინააღმდეგებოდა უკრაინის წინააღმდეგ ომს, მონაწილეობდა „უცხოური აგენტების“ მასალების გავრცელებაში და თანამშრომლობდა მათთან.

უწყებამ ასევე მიუთითა, რომ ის ცხოვრობს რუსეთის ფარგლებს გარეთ და არის იმ ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომლის საქმიანობაც რუსეთის ხელისუფლებამ „არასასურველად“ აღიარა. სავარაუდოდ, საუბარია ბორის ნემცოვის ფონდზე.

ხუაჟევი, იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ასევე გამოდიოდა ომის წინააღმდეგ, ავრცელებდა „არასწორ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების შესახებ და მონაწილეობდა „უცხოელი აგენტებისა“ და „არასასურველი“ ორგანიზაციის მასალების შექმნაში. ის რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

ნემცოვას გარდა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიყვანა ადვოკატი და ჩერქეზი აქტივისტი რუსტამ ხუაჟევი, აგრეთვე საინფორმაციო რესურსები „ნავალნის გუნდი“ და „რეანიმაცია“.