მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე

03.10.26 13:55
მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე

მატილდა გვარლიანი მსოფლიო პოდიუმებს იპყრობს - ამჯერად, ქართველ მოდელი პარიზის მოდის კვირეულში იღებს მონაწილეობას. ის იზაბელ მარანტის ჩვენებაზე გამოვიდა და 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ორი ლუქი მოირგო.

ცოტა ხნით ადრე კი მატილდა გვარლიანი ამავე ფრანგული ბრენდის სარეკლამო კამპანიაშიც გადაიღეს. ამ კამპანიაზე ინდუსტრიის ნამდვილმა გიგანტებმა იმუშავეს: პროექტის კრეატიული დირექტორი კიმ ბეკერი იყო.