ევროპასთან შეთანხმება მიღწერულია - G7 საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონ ბარელ საწვავს გამოუშვებს
ევროპასთან შეთანხმება მიღწერულია - G7 საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონ ბარელ საწვავს გამოუშვებს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს“- განაცხადა ტრამპმა და დასძინა რომ ფასები მკვეთრად დაეცემა მას შემდეგ, რაც ირანთან ომი საბოლოოდ დასრულდება.
„დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ წევრებს ვესაუბრე და მოხარული ვარ გაცნობოთ, მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ ევროპასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება.
მაგრამ, ფასები მკვეთრად დაეცემა მას შემდეგ, რაც ირანთან საბოლოოდ დავასრულებთ. სხვათა შორის, ასე თუ ისე, ეს ძალიან მალე მოხდება. ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე თითქმის ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა 2 ოქტომბერს საგანგებო მარაგებიდან 100 მილიონი ბარელი დიზელისა და ნედლი ნავთობის გამოშვებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა უძღოდა წინ. მათ ასევე პირობა დადეს, რომ ენერგორესურსების ექსპორტს არ შეზღუდავენ.
მანამდე აშშ ევროკავშირს დიზელის საგანგებო მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდებდა და აფრთხილებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დიზელის ექსპორტს აკრძალავდა.
Reuters-ის ცნობით, ევროპა ამერიკულ დიზელზე სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული, ამიტომ, მსგავს აკრძალვას მისთვის მიწოდების შემცირება და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი შეეძლო გამოეწვია.