„შევახსენოთ "ოცნებას", რა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს“ - პაატა ბურჭულაძის წერილი ციხიდან

04.10.26 13:49
„შევახსენოთ "ოცნებას", რა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს“ - პაატა ბურჭულაძის წერილი ციხიდან

სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის წერილი ვრცელდება, რომელშიც მსოფლიო ბანი ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს წინ „ეროვნული კრების“ სახელით გამოცხადებულ დეკლარაციას იმეორებს. ბურჭულაძე წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა, ძალაუფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის და კვლავ ახსენებს მაშინ გაჟღერებულ მოთხოვნას - პასუხისგებაში მიეცეს ექვსი პირი: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ანზორ ჩუბინიძე. 

შევახსენოთ ოცნებას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს და რატომ   არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმური.
2025 წლის 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:
ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული; ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს - სახელმწიფოს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.
ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭი ეყარა:
1. ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს!   
à მიღებულია ერთხმად
2. ეროვნული კრება აცხადებს რომ ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არ აღიარების შემდგომ, კოსნტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია! 
à მიღებულია ერთხმად
3. ეროვნული კრება აცხადებს, მშვიდობიანად, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების მშვიდობიანად დაცვას ! 
à მიღებულია ერთხმად
4. საქართველოს ეროვნული კრება მოითხოვს იმ ექვსი პირის პასუხისგებაში მიცემას, რომლებსაც ბრალად ედებათ, სავარაუდოდ,  საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციის დარღვევაში:
• ირაკლი კობახიძე
• შალვა პაპუაშვილი
• ანზორ ჩუბინიძე
• მამუკა მდინარაძე
• თეა წულუკიანი
• ბიძინა ივანიშვილი    
მიღებულია ერთხმად, - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის წერილში.

მსგავსი სიახლეები