პენიტენციურ დაწესებულებებში ყველაფერი იდეალური ვერ იქნება - პაატა სალია

05.10.26 14:18
პენიტენციურ დაწესებულებებში ყველაფერი იდეალური ვერ იქნება - პაატა სალია

ყველაფერი იდეალური ვერ იქნება და არსად არ არის იდეალური ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ციხეებში არსებულ ვითარებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, ციხეში "ფეკალიების ან მძიმე ანტისანიტარიული შემთხვევები თუ გამოვლენილა, ეს იყო ერთეული შემთხვევა". 

სალიას მტკიცებით, ასეთ ფაქტებს სისტემური ხასიათი არ აქვს, და მაშინათვე ხდება მისი გამოსწორება. 

მსგავსი სიახლეები