„პატიმრის შინაგანი შემოწმება მხოლოდ აუცილებლობისას და სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა ჩატარდეს“ - გოგა ხატიაშვილი

06.10.26 13:24
„პატიმრის შინაგანი შემოწმება მხოლოდ აუცილებლობისას და სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა ჩატარდეს“ - გოგა ხატიაშვილი

 

 

პატიმრისთვის ე.წ. ბუქნების გაკეთების იძულება შესაძლოა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად შეფასდეს, ხოლო პატიმრის შინაგანი შემოწმება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მიერ და შესაბამისი ეთიკური წესების დაცვით უნდა ჩატარდეს - ამის შესახებ იურისტი გოგა ხატიაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე საუბრობს. მისი განმარტებით, ასეთი პროცედურის ვიდეოგადაღების შემთხვევაშიც დაუშვებელია მსჯავრდებულის სხეულის ინტიმური ნაწილების კამერის ხედვის არეალში მოხვედრა. 

დაუშვებელია რაიმე ისეთი ფორმის ან მიდგომის გამოყენება, რომელიც შეიძლება თავისი ხარისხით, ინტენსივობით და შნაარსით დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს. მათ შორის ასეთი შეიძლება იყოს პატიმრის მიერ ე.წ. ბუქნების გაკეთების პრაქტიკაც. რაც შეეხება შინაგან შემოწმებას, თავად მე-6 პენიტენციური დაწესებულების დებულებაც ითვალისწინებს ასეთ შესაძლებობას და შინაგანი შემოწმება ხდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსჯავრდებულს შეიძლება რამე აკრძალული ნივთი ჰქონდეს სხეულში, მაგრამ პირდაპირ მიუთითებს დებულება, რომ ის უნდა ჩაატაროს სამედიიცნო პერსონალმა სამედიცინო ეთიკის და წესების დაცვით. ამავდროულად, ამ პროცესზე ვიედმეთვალყურეობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია დასაშვები, თუ მაგალითად, არსებობს რაიმე უსაფრთხოების მიზანი და იმ შემთხვევაში თუ მიმდინარეობს ტექნიკური გადაღება, დაუშვებელია, რომ ხედვის არეალში მსჯავრდებულის სხეულის ნაწილები მოხვდეს, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.  კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები