თეონა ჭალიძე, რომელმაც "საზოგადოებრივმა მაუწყებლის" ეზოში საპროტესტო ბანერი გაშალა, არხმა გადაცემიდან ჩახსნა

06.10.26 15:23
თეონა ჭალიძე, რომელმაც "საზოგადოებრივმა მაუწყებლის" ეზოში საპროტესტო ბანერი გაშალა, არხმა გადაცემიდან ჩახსნა

პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, რომელიც პატიმარ დავითაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასწარ შეთანმებული გადაცემიდან ჩახსნა - როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ჭალიძე, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რადიოში იყო მიწვეული, ტელევიზიის შიდა სივრცეში შევიდა და პროტესტის ნიშნად ეზოში ბანერი გაშალა, წარწერით - "არა წამებას" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დაეთმოს პატიმრების მშობლებს". მანასევე დავითაძეების ოჯახისთვის ეთერის დათმობა მოითხოვა.

როგორ ჭალიძე ახადებს, შენობაში შესულს, უკვე  ფოიეში მას ვასილ მაღლაფაერიძე დახვდა და უთხრა, რომ ეზოში გაკეთებული განცხადების გამო, გადაცემაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. 

"დათქმულ დროს მე შევედი, ეთერში უნდა ვყოფილიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში და შესასვლელში გამოვიყენე ჩემი უფლება, გავშალე რამდენიმე პლაკატი საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოსთან, ეზოში. ესეც დაუგეგმავად და სპონტანურად: "არა წამებას" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დაეთმოს პატიმრების მშობლებს". სულ ეს იყო. ფოიეში მოითხოვეს პირადობა, წესისამებრ, მაგრამ შემოხვდა ვასილ მაღლაფერიძე.

ვასილ მაღლაფერიძესთან მქონდა 5-7-წუთიანი საუბარი. მოვახსენე დეტალურად, თუ რა ხდება გარეთ და რა მოთხოვნები აქვთ მშობლებს და არა მარტო გიორგი დავითაძის მშობლებს, ზოგადად, სხვა შემთხვევაშიც, რატომ ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს და მას ვთხოვე: "იქნებ მინიმუმ რამედ ჩააგდოთ ეს ადამიანები, გამოხვიდეთ, შემოიყვანოთ და დაელაპარაკოთ, თუნდაც, მოუსმინოთ. ეს არის ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია".

იმას ჰქონდა თავისი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს მსგავსი აქციებით და მსგავსი აქციების ორგანიზატორებთან რაიმე კომუნიკაციას და ასე შემდეგ. და ამ საუბრის დასასრულს გამომიცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში სტუმრად დაბლოკილი ვარ და გამომიშვეს უკან.

ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც იყო ძალიან მოულოდნელი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში წინასწარ შეთანხმებულ გადაცემაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან, გადაცემის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე, მე, როგორც სტუმარს, გამომიშვებდნენ. სამარცხვინოა და კიდევ ერთი მორიგი ლაქა არის ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში",- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პატიმრის ოჯახი პირდაპირ ეთერს ითხოვს. გიორგი დავითაძის მშობლები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ითხოვენ, რომ მათ არხის წარმომადგენელი შეხვდეთ. 

36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.  კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები