სისხლიანი გარჩევა სამეგრელოში - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს
ორი კვირის ძებნის შემდეგ პოლიციამ 24 წლის მათე ბერიშვილის დაჭრაში ბრალდებული 51 წლის ელგუჯა ძაძუა დააკავა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ეკა ბებიან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ძაძუა წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ბრალდების მხარემ თქვა, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ხელახლა ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკი არსებობდა. ბრალდების მხარემ აღნიშნა ისიც, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი იყო და შესაბამისად, გამორიცხული არ იყო, მას საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაეტოვებინა და აფხაზეთში გადასულიყო.
დაცვის მხარე ძაძუას გატავისუფლებას 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.
„პირველების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ბრალდებულმა ჭრილობები დანით მიაყენა. პოლიცია ძაძუას მთელი ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში ეძებდა.
ელგუჯა ძაძუა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე არაერთხელ იყო ნასამართლევი.