ფარცხალაძე საერთაშორისო ძებნილთა სიაში არ იძებნება

06.10.26 17:17
ფარცხალაძე საერთაშორისო ძებნილთა სიაში არ იძებნება

პროკურორი "პირველებს" უდასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა, რომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ძებნილთა სიაში შეეყვანა, თუმცა  რა არის მიზეზი, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ექს-მაღალჩინოსანზე საერთაშორისო ძებნა ამ დრომდე არ არის გამოცხადებული, ეს ლევან ვეფხვაძემ არ იცის. 

  •  ღია წყაროებში უვადო მუხლით ბრალდებული  ექს პროკურორი ამ დრომდე არ იძებნება.

ლევან ვეფხვაძის თქმით,  როდის და რა ფორმით ხდება პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ეს წმინდად ინტერპოლის საქმეა. 

"პირველები" ასევე დაინტერესდა, მიმართა თუ არა ქართულმა მხარემ ოკუპანტ რუსეთს, მკვლელობის ორგანიზატორობაში ბრალდებულის გადმოცემის მოთხოვნით, რაზეც ვეფხვაძემ თქვა, რომ ის იმ დეპარტამენტს არ წარმოადგენს, რომელიც ამ მიმართულებაზე არის პასუხისმგებელი. 

მეტიც, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მათ დაზუსტებით არ იციან, სად იმყოფება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი. 

იმის გათვალისწინებით, რომ მასმედიის მეშვეობით არის დადგენილი, რომ ის არის რუსეთში. თუმცა ბენ საქმეში ოციციალურად არ გვაქვს წარმოდგენილი დოკუმენტები რომ [ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე] რუსეთის ფედერაციაში იმყოფება. ინტერპოლის საქმიანობას წარმოადგენს, რომ თავად უნდა უგანახორციელენო ამ ინფორმაციის მოძიება. მე არ ვარ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების დეპარტამენტში, რომელიც აწარმოებს მსგავს მოლაპარაკებებს. ამიტომ ამ ეტაპზე მე შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ, სად და როგორ არის მოლაპარაკება"- თქვა ვეფხვაძემ. 

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის უფლებადამცველი კი პირდაპირ ამბობს, რომ "მათი მხრიდან ყველანაირი სამართლებრივი გზა არის გამოყენებული, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ, უსამართლო გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული". 

როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები, ორღობეში ორი დედაკაცის შესვლაზე და ჭორაობაზე ხომ არ არის საუბარი. სახეკნწიფო ბრალდება მას უმძიმეს ბრალდებას უყენებს და ეს ხომ უნდა დასტურდებოდეს რაიმე სახის არსებითი, ხელშესახები მტკიცებულებენით?! 

ჩვენი მიზანია, სამართლებრივი ბრძოლა, სხვა ბერკეტი არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი გზა, რომელიც სამართლის ტაძართან მიგვიყვენას, ეს ჩვენის მხრიდან იქნება რა თქმა უნდა სამართლებრივად ათვისებული. 

დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ გზას და საშუელებას გამოიყენებს, რომ დავადასტუროთ წარდგენილ ბრალდებაში ერთის მხრივ ბრალდების აბსურდულობა და მეორეს მხრივ - ოთარის უდანაშაულობა"- დასძინა გაგი მოსიაშვილმა. 

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. 

ფარცხალაძეს, რომელმაც გვარი შეიცვალა და ფარცხალაძე-რომანოვი გახდა, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმის მასალების მიხედვით, ლევან ჯანგველაძე თბილისში გელა უძილაურმა მოკლა, მას სასამართლომ 24 ოქტომბერს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საქმის მასალების მიხედვით,  დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან“ და მისი მკვლელობა დააორგანიზეს.

ამის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

მსგავსი სიახლეები