მასწავლებლებს ხელფასი 2 ლარით გაეზარდათ - პედაგოგები "ოცნების" გადაწყვეტილებას "ცინიზმად" აფასებენ

06.10.26 17:44
მასწავლებლებს ხელფასი 2 ლარით გაეზარდათ - პედაგოგები "ოცნების" გადაწყვეტილებას "ცინიზმად" აფასებენ

 

 

„ცინიზმი“ და „დამცირება“ - ასე აფასებენ პედაგოგები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მასწავლებლების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, თუმცა დამატებულ საათზე ზრდა მხოლოდ 2 ლარი იქნება.

ცვლილების დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პედაგოგებისთვის დამატებით ჩატარებული ერთი საათის ანაზღაურება მხოლოდ 2 ლარით მოიმატებს.

გადაწყვეტილებას მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა - პედაგოგები შეთავაზებულ მატებას არასაკმარისად მიიჩნევენ.

ვლოცულობთ, რომ განათლების სამინისტრო არაფერი გააკეთოს. რასაც ახლა აკეთებთ, ამას სჯობდა, რომ არაფერი გაგეკეთებინათ. დამცინავია, როცა ხელფასი გემატება 2 ლარი საათზე და ტრასნპორტი 3 ლარი ღირს, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს საწყენია და რაღაცნაირად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ მასწავლებლის პროფესია არის დაუფასებელი, - ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა. 

მსგავსი სიახლეები