მედია: სტამბოლის სკოლაში დანით შეიარაღებული 15 წლის გოგონა შეიჭრა - დაიღუპა ერთი, ხოლო დაჭრილია 7 მოსწავლე
სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში 15 წლის გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა.
სისხლიან ანგარიშსწორებას ერთი დაღუპული და 7 მოსწავლე ჰყავს. გამოძიების თანახმად, დამნაშავე მეათე კლასელია და სხვა სკოლაში სწავლობს. ის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში სასკოლო ფორმაში გადაცმული შეიპარა.
ტრაგიკული ამბავზე კომენტორებისას, ეროვნული განათლების მინისტრმა, იუსუფ თეკინმა, განაცხადა: „ჩვენ ერთი მოსწავლე დავკარგეთ“.
სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციას გადასცეს. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.