შიმშილის მე-9 დღეს მომცეს დედასთან დარეკვის უფლება - ელიზბარაშვილი

06.10.26 21:35
შიმშილის მე-9 დღეს მომცეს დედასთან დარეკვის უფლება - ელიზბარაშვილი

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი წერს, რომ მას შიმშილობის მე-9 დღეს დედასთან დარეკვის უფლება მისცეს.

ის მადლობას უხდის ყველა პატიმარს, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა და გვერდში დაუდგა ბრძოლაში.

„დღეს ბედნიერი დღე მაქვს. შიმშილის მე-9 დღეს მომცეს დედასთან დარეკვის უფლება. 36 დღეა ჩემს 84 წლის, ლოგინად ჩავარდნილ დედას ჩემი ხმა არ გაუგია.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა პატიმარს, ვინც სოლიდარობა გამომიცხადა და გვერდში დამიდგა ჩემი კანონერი მოთხოვნისათვის ბრძოლაში“, - აცხადებს პატირობაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი.

მსგავსი სიახლეები